ბუნდესლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა ლაიპციგს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 1:3 დამარცხდა.
შედეგად, თუ დორტმუნდი ხვალინდელ მატჩში აუგსბურგს გასვლაზე დაამარცხებს, ბოლო ტურში ისინი ერთპიროვნულად გალიდერდებიან და შესაძლოა ბაიერნის ჰეგემონია ბუნდესლიგაში დასრულდეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი რეკორდმაისტერის მცველმა, მატიას დე ლიხტმაც გააკეთა:
"ატმოსფერო გასახდელში მკვდარია. დორტმუნდი? ჩვენ საკუთარ თავებზე უნდა ვიფიქროთ, კარგად არ ვითამაშეთ და შედეგიც სახეზეა. იმედი მაქვს, დორტმუნდი ხვალ მოგებას ვერ მოახერხებს, მიუხედავად ყველაფრისა მომავალ კვირას ჩვენი თამაში უნდა მოვიგოთ", - განაცხადა დე ლიხტმა.