ბუნდესლიგის 34-ე ტური ძალიან დრამატული გამოდგა - ბაიერნმა ძალიან დრამატულ ბრძოლაში მოახერხა და ჩემპიონობა ბოლო წუთებზე მოიპოვა. ტუხელის გუნდმა კიოლნი გასვლაზე 1-2 დაამარცხა, პარალელურ შეხვედრაში კი დორტმუნდმა საკუთარ მოედანზე მაინცს ვერ მოუგო (2:2).
ბაიერნის გამარჯვებაში უდიდესი როლი გუნდის 20 წლის შემტევმა, ჯამალ მუსიალამ ითამაშა, რომელმაც რეკორდმაისტერი ბოლო წუთებზე დააწინაურა.
სოციალურ ქსელში, გაჩემპიონების შემდეგ ტომას მიულერმა მუსიალასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "ახალი თაობა - დიდი მადლობა ჯამალ ამ ემოციებისთვის"