მიუნხენის ბაიერნის ტექნიკური დირექეტორი მარკო ნეპე გუშინ წინ ლისაბონში შენიშნეს, სადაც კიმ მინ ჯეს აგენტთან მოლაპარაკებები გამართა, მაგრამ საბოლოო შეთანხმება კვლავ არ მიღწეულა.
მოლაპარაკებების დასრულებას ის ფაქტი ართულებს, რომ კიმი სამხედრო სამსახურის გამო მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული ვერ არის. ბაიერნის პასუხისმგებელ პირებს კი თავის მხრივ სამხრეთ კორეელ მცველთან დარეკვა ვიდეოზარის საშუალებით ან სხვა სახის კომუნიკაცია არ შეუძლიათ.
სიტუაციის ცვლილება დაახლოებით ორ კვირაშია მოსალოდნელი, როდესაც კიმი სამხედრო წვრთნას დაასრულებს.