ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა მეკარემ, ჟან-მარი პფაფმა გიორგი მამარდაშვილის გერმანულ კლუბში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
როგორც პფაფმა აღნიშნა, ის ქართველის ტრანსფერს მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ მამარდას ნოიერის გზის სტაბილურად გაგრძელება შეუძლია:
"პირველ რიგში, ვხედავ, რომ იან სომერი კლუბიდან მიდის, რადგან მას ევრო 2024-ზე კარგ ფორმაში თამაში სურს. ამ მხრივ, სომერი სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რადგან ბაიერნში მალე ნოიერი დაბრუნდება და მისი შეცვლა შვეიცარიელს ძალიან გაუჭირდება."
"გერმანიაში წერენ, რომ ბაიერნი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერითაა დაინტერესებული, რასაც მხარს ვუჭერ. ვალენსიას ამჟამინდელი მეკარე ბაიერნში სასტარტოში პირდაპირ ვერ მოხვდება, თუმცა ნოიერის წასვლის შემდეგ გუნდის პირველი ნომერი სწორედ ის უნდა გახდეს."
"22 წლის მეკარე სიმშვიდესა და ბწყინვალებას დამაჯერებლად ავლენს. ვფიქრობ, რომ ის ბაიერნისთვის მომავლის ინვესტიციაა." - თქვა ბელგიელმა მეკარემ.