მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნი ამ ზაფხულს იან ზომერმა დატოვა - პარალელურად კი მანუელ ნოიერის დაბრუნება გადაიდო.
შესაბამისად, კლუბი ახალი მეკარის ძიების პროცესშია, რაზეც რეკორდმაისტერის აღმასრულებელმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრეზენმა ისაუბრა:
"დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალს პირველი სექტემბრისთვის ვიპოვით. ულრაიხი არის მეკარე, რომელიც ყოველთვის მზად არის სათამაშოდ და ეს მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ის ბაიერნში იმყოფება - რა თქმა უნდა გამოსავლას კვლავ ვეძებთ ამ რთული სიტუაციიდან.
გვჯერა, რომ მანუელ ნოიერი წლის მეორე ნახევარში დაგვიბრუნდება, მაგრამ ამის წინასწარმეტყველება არ შეგვიძლია. ვიმედოვნებთ, რომ მალე შევძლებთ და ვიპოვით სიტუაციიდან შესაბამისს გამოსავალს", - განაცხადა დრეზენმა.
ცნობისთვის, გერმანული გრანდი ცოტა ხნის წინ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით იყო დაინტერესებული, თუმცა მოლაპარაკებები დროებით დაპაუზდა.