ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ჰარი კეინმა მიუნხენის ბაიერნთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალი სეზონიდან გერმანული კლუბის მაისურით შეუტევს.
ერთ-ერთ თავის პირველ ინტერვიუში, კეინს ჟურნალისტებმა ტომას მიულერზეც ჰკითხეს.
"ტომასმა უკვე დამპატიჟა გოლფის სათამაშოდ - ის ამ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია და აღფრთოვანებული ვარ მასთან თამაშით. ვფიქრობ, რომ ერთმანეთს მოედანზე კარგად გავუგებთ და შევავსებთ", - აღნიშნა კეინმა.