მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ბენჟამინ პავარის ტრანსფერის სანაცვლოდ 29 მილიონი ევრო გადაუხადოს ბაიერნს - რეკორდმაისტერი კი თავის მხრივ ფრანგ მცველში 45-50 მილიონამდე ითხოვს, რაც ტენ ჰაგის გუნდისთვის ზედმეტად მაღალი თანხაა.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები მოსალოდნელია რომ ამ კვირაში გაიმართება.
ტრანსფერის ალბათობას ის ზრდის, რომ თავად პავარს ბაიერნის დატოვება და კარიერის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა სურს. გერმანული გამოცემების მტკიცებით, ფეხბურთელმა კლუბს ამის შესახებ უკვე აცნობა.
ბაიერნი ამ ეტაპზე ფეხბურთელის გაყიდვისგან თავს იკავებს იმიტომ, რომ კაი უოკერის ტრანსფერი ვერ შედგა, შესაბამისად, თუ მიუნხენური გრანდი პავარს გაყიდის, მოსალოდნელია, რომ ეს გაცილებით მაღალ ფასსში მოხდება, რასაც მანჩესტერი ამ ეტაპზე სთავაზობს.