მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ჰარი კეინი ამ ზაფხულს ტოტენჰემიდან 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ (+ბონუსები) დაიმატა.
საკუთარ სატრანსფერო ფასსზე ინგლისელმა ფორვარდმა მედიასთან ისაუბრა.
"100 მილიონი დიდი თანხაა და ამის გამო ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ბაიერნმა ფული გადაიხადა დიდი მიზნების მისაღწევად და მინდა ამ წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო, ამიტომ ყველანი ერთ გზაზე ვართ!", - განაცხადა კეინმა.