რეალ მადრიდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ორიოდე წლის წინ ლიონელ მესის პარი სენ ჟერმენში ტრანსფერზე ისაუბრა და ტოპ კლუბები ფულის ფლანგვის გამო გააკრიტიკა. იტალიელმა სპეციალისტმა ბაიერნის და ზოგადად გერმანული ფეხბურთისადმი სიმპატიებიც არ დამალა:
'კორონავირუსის პანდემიის ფინანსური კრიზისის გამო, ძალაუფლება არაბებისა და რუსების ხელში გადავიდა. მესის პსჟ-ში გადასვლა ამ ფაქტით არის განპირობებული.
საბედნიეროდ, არსებობს ბაიერნი და ზოგადად გერმანული ფეხბურთი, რომელსაც პირადად მე ფულის მფლანგველ პრემიერ ლიგის კლუბებსა და პსჟ-ზე მაღლა ვაყენებ.' - განაცხადა კაპელომ.