როგორც უკვე მოგახსენეთ, ფულემის ჩამშლელი ნახევარმცველი ჟოაო პალინია ამჟამად ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - ადგილობრივი გამოცემების მტკიცებით, კლუბის მთელი ყურადღება სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე სწორედ ამ ტრანსფერზეა მიპყრობილი.
მაგრამ, ყველაფერს ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება აფერხებს - ფულემი 28 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ბაიერნისთვის დიდი თანხაა, მითუმეტეს კეინში ახლახანს გადახდილი უზარმაზარი თანხის ფონზე.
თუ ბაიერნი პალინიას დამატებას ვერ შეძლებს, ალტერნატივად ერიკ დაიარეს განიხილავენ - ინგლისელი შუახაზელი ტუხელის პირველი ვარიანტი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ უახლოეს პერიოდში პალინიასთან შეთანხმება ვერ შედგა, ბაიერნი დაიერზე გადაერთვება.