ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი გავლენიანი სპორტული გამოცემა ირწმუნებოდა, რომ მიუნხენის ბაიერნი მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის, სკოტ მაკტომინეის ტრანსფერით იყო დაინტერესებული.
ახლახანს, კლუბსი ინსაიდერმა და Sky Sports-ის ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტნებერგმა დაადასტურა, რომ მაკტომინეით ბაიერნი სერიოზულად არასდროს დაინტერესებულა და შესაბამისად შოტლანდიელი ფეხბურთელის დამატების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ცნობისთვის, 26 წლის მოთამაშესა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წელს ეწურება, Transfermarkt-ს კი მაკტომინეი 25 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.