ლივერპული მზადაა ბაიერნს რაიან გრავენბერხის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართოს - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ინგლისელები მხოლოდ მწვანე შუქს ელოდებიან გერმანული კლუბისგან, რომელიც თავის მხრივ ჟაო პალინიას ტრანსფერზეა გადართული და ფულადი სახსრების მოძიება სჭირდება.
თავად გრავენბერხი ბაიერნში საკუთარი სათამაშო წუთებით უკმაყოფილოა და კარიერის პრემიერლიგაში გაგრძელება სურს.