ლივერპულმა რაიან გრავენბერხის ტრანსფერის თაობაზე ბაიერნთან შეთანხმებას მიაღწია.
მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ინგლისურ კლუბს ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდება.
ცნობისთვის, გრავენბერხი ბაიერნში საკუთარი სათამაშო დროით უკმაყოფილო იყო და მის შეძენას ლივერპული მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცდილობდა.