გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო - ამიერდან ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრებს აღარ გაწვრთნის.
ფლიკის გადაყენების საკითხი ბოლო პერიოდში ნაჩვენები წარუმატებელი შედეგების შემდეგ დადგა დღის წესრიგში.
ცნობისთვის, 58 წლის სპეციალისტმა გერმანიის ნაკრები 25 შეხვედრაში გამოიყვანა მინდორზე, საიდანაც მხოლოდ 12-ჯერ მოახერხა გამარჯვება - ფლიკის ანგარიშზე 7 ფრე და 6 მარცხია.