როგორც უკვე მოგახსენეთ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ჰანსი ფლიკი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენა - ფლიკის გადაყენების საკითხი ბოლო პერიოდში ნაჩვენები წარუმატებელი შედეგების შემდეგ დადგა დღის წესრიგში.
გერმანული მედია 58 წლის სპეციალისტის შემცვლელად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, რომელთაგან ერთ-ერთი ბაიერნის ყოფილი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანია.
პრობლემა ისაა, რომ, როდესაც პსჟ ნაგელსმანს დაუკავშირდა, ბაიერნმა მის სანაცვლოდ 10-15 მილიონი ევრო მოთხოვა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს თანხა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაიხადოს.
ასე რომ, ან ბაიერნს მოუწევს დათმობაზე წასვლა, ან კიდევ გერმანელებს მოუწევთ სხვა სპეციალისტის მოძებნა.