ალფონსო დევისი მარცხენა მცველის პოზიციაზე რეალ მადრიდის პრიორიტეტული სამიზნეა. მიუხედავად ამისა, ამ მომენტამდე ესპანურ გრანდს ბაიერნისთვის კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავს - როგორც იწერება, ფლორენტინო პერესის გეგმაა, დევისის ირგვლივ არსებულ სიტუაციას დააკვირდეს.
გარდა ამისა, მადრიდელებს ბაიერნთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურთ, რომელიც, თავის მხრივ კანადელ მცველთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს.
ცნობისთვის, ბაიერნსა და ალფონსო დევისს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის 30 ივნისს გასდის.