ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გერმანიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, შეხვედრაზე კომენტარი ატლეტიკო მადრიდის და საფრანგეთის ნაკრების შემტევმა, ანტონიო გრიზმანმაც გააკეთა:
"საფრანგეთის და გერმანიის ნაკრების თამაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ეს ისეთი დაპირისპირებაა, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდი. ჩემთვის გერმანიის უხეში თამაში ბოლო პერიოდში არ არის გასაკვირი. მათ ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, რომელთაც გერმანიის ფეხბურთის კვლავ გაბრწყინება შეუძლიათ. ისინი სავსე არიან მაღალი დონის მოთამაშეებით, უბრალოდ, სწორი ფორმულა უნდა იპოვონ, რომ ყველაფერმა გამართულად იმუშაოს.
ბევრი გერმანელი მოთამაშე მომწმონს - ფლორიან ვირცის გარდა, ძალიან მომწონს იოზუა კიმიხის სათამაშო სტილი, ის ცოტათი გერმანიის ნაკრების გენერალუს ჰგავს (თავისი ლიდერული თვისებების გამო). კიმიხს შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს. ასევე ძალიან მაგარია ლეროი სანეც", - განაცხადა გრიზმანმა.