დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გერმანიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდება.
მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, გუნდში არსებულ ატმოსფეროზე ბარსელონას ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა ისაუბრა:
"ამჟამად გუნდში არსებული ატმოსფერო შერეულია - სევდას და იმედგაცრუებას ვგრძნობთ. როგორც მოთამაშეს, მაქვს განცდა, რომ ჰანს ფლიკს იმედები გავუცრუე. ის ყოველთვის ფოკუსირებული, მოტივირებული და ენერგიით სავსე იყო. სამწუხაროდ, როგორც გუნდმა ამის ჩვენ სასიკეთოდ გარდაქმნა ვერ მოვახერხეთ", - განაცხადა გიუნდოგანმა.
ცნობისთვის, იაპონიასთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ნაკრებმა ჰანს ფლიკი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.