დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გერმანიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე შეხვედრაზე კომენტარი მიუნხენის ბაიერნის და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, დაიო უპამეკანომ გააკეთა:
"დარწმუნებული ვარ, რომ გერმანია მალე კვლავ ითამაშებს მთავარ როლს სანაკრებო საერთაშორისო ასპარეზზე. მათ აქვთ დიდი გამოცდილება კიმიხის, გიუნდოგანის და სხვა მრავალი მოთამაშის სახით. მჯერა, რომ ისინი ამ დაღმასვლიდან უფრო ძლიერები დაბრუნდებიან.
ჩემი მეგობრობა გერმანელ თანაგუნდელებთან 90 წუთით შეჩერდება (იცინის). ჯერ კიდევ მიუნხენში გავაფრთხილე ისინი, რომ დორტმუნდში მოსაგებად ჩამოვდივართ", - განაცხადა უპამეკანომ.