როგორც უკვე მოგახსენეთ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ჰანსი ფლიკი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენა - ფლიკის გადაყენების საკითხი ბოლო პერიოდში ნაჩვენები წარუმატებელი შედეგების შემდეგ დადგა დღის წესრიგში.
გერმანული მედია 58 წლის სპეციალისტის ერთ-ერთ შემცვლელად ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლუის ვან გაალს განიხილავს, რაზეც კომენტარი ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ფილიპ ლამმაც გააკეთა:
"როგორც მწვრთნელი, ლუის ვან გაალი დისციპლინის და წესრიგის მოყვარულია - ის ამას ბაიერნში ყოფნის პერიოდში ყოველთვის მკაფიოდ გადმოსცემდა.
ვან გაალი იყო სწორი ადამიანი, რომელმაც სწორ დროს ჩამოაყალიბა კლუბი თავისი ფილოსოფიით. ის ძლიერი პიროვნებაა დიდი გამოცდილებით, რომელიც უმაღლეს საერთაშორისო ფეხბურთის დონეზე მოიპოვა, როგორიც კლუბის და ეროვნული ნაკრების მწვრთნელობაა", - განაცხადა ვან გაალმა.