გერმანული მედიის ინფრომაციით, ტომას ტუხელი მატიას დე ლიხტის სათამაშო სტილის დიდი გულშემატკივარი არ არის.
ამის მთავარ მიზეზად კი იმ ფაქტს ასახელებნ, რომ ჰოლანდიელი ფიზიკური აგებულებიდან გამომდინარე ნელია და წინ ზუსტი გადაცემების მაგივრად, გამუდმებით გვერდზე პასებით გამოირჩევა, რაც საბოლოო ჯამში შეტევის წამოწყებას ანელებს.
როგორც იწერება, კიმ მინ ჯე და დაიო უპამეკანო ტუხელის ნომერ პირველი არჩევანია - თავის მხრივ, დე ლიხტმაც იცის თუ რითია მწვრთნელი უკმაყოფილო და რაზე უნდა იმუშავოს მან.
24 წლის მცველს კონკურენციის არ ეშინია და მზად არის საკუთარი ადგილისთვის იბრძოლოს - სწორედ ამ მებრძოლი სულის გამო, კლუბის ხელმძღვანელობა ნიდერლანდელის მიმართ კეთილგანწყობილია.
ცნობისთვის, დე ლიხტმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში გამართლ 3 შეხვედრაში ჯამში 34 წუთი ითამაშა.