მოგეხსენებათ, წარუმატებელი შედეგების გამო, იაპონიასთან მატჩის შემდეგ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჰანსი ფლიკი გაათავისუფლა.
ფლიკის შემცვლელად ადგილბორივი მედია რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, ყველაზე ხშირად კი ბაიერნის ყოფილ მწვრთნელზე, იულიან ნაგელსმანზე იწერება, რომლის ნაკრებში შესაძლო მოსვლაზეც კომენტარი ლეროი სანემ გააკეთა:
"ნაგელსმანი კარგი მწვრთნელია. ვნახოთ, სურს თუ არ ამას ნაკრებში მოსვლა - რა თქმა უნდა, კარგი იქნება მისი კიდევ ერთხელ ნახვა და მასთან მუშაობა", - განაცხადა სანემ.