ბუნდესლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე ბაიერ ლევეკრუზენს უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
ანგარიში ჰარი კეინმა მე-7 წუთზე გახსნა, რასაც 24-ე წუთზე ალეხანდრო გრიმალდომ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.
მატჩის 86-ე წუთზე, ლეონ გორეცკამ ბაიერნი კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა, სტუმრებმა შეხვედრის ბოლო წუთებზე პენალტის გამოყენება მოახერხეს და საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირეს.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე Whoscored.com-ის ვერსიით, გრიმალდო გახდა, რომელმაც შეფასების სახით 8.0 ქულა დაიმსახურა.
რაც შეეხება ბაიერნს, ტომას ტუხელის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება (7.2) ლეონ გორეცკამ მიიღო, ხოლო ყველაზე დაბალი ულრაიხმა (6.0) და შეცვლაზე შემოსულმა დე ლიხტმა (6.0).
გაეცანით თითოეული მოთამაშის სარეიტინგო ქულას;