20 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპნძლებს.
მატჩამდე სამი დღით ადრე, მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა, კრისტიან ერიკსენმა მოახლოებულ შეხვედრაზე მცირე კომენტარი გააკეთა:
"ახლა სეზონის ისეთ ნაწილზე ვართ, როცა ბევრი თამაშის მოკლე დროში ჩატარება გვიწევს. ყოველ სამ-ოთხ დღეში ერთხელ თამაში გვაქვს.
ახლა მთელი ჩვენი ყურადღება ბაიერნზეა და როცა ბრაიტონთან მატჩს დავივიწყებთ, სრულად ბაიერნზე გადავერთვებით. ცხადია წინ ძალიან რთული თამაში გველოდება", - განაცხადა ერიქსენმა.