დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე ბუნდესლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ლაიპციგს" დაუპირისპირდება.
გასულ კვირას ბოხუმთან გამარჯვება ტომას მიულერისთვის 321-ე იყო - იმ შემთხვევაში თუ დღევანდელ მატჩში ბაიერნი მოიგებს, მიულერი ბუნდესლიგის ისტორიაში 322 გამარჯვებით მანუელ ნოიერს გაუტოლდება.
ცნობისთვის გერმანელმა შემტევმა 447 თამაშიდან 321 მოიგო და 144 გოლი გაიტანა.