ული ჰოენესმა განცხადებაში თქვა, "კანის დანიშვნა შეცდომა იყო".
კანი კი მას ასე პასუხობს - "მართალი გითხრათ, გაკვირვებული ვარ, ბაიერნი და მე ზაფხულში შევთანხმდით, რომ გვინდოდა ამ თავის დახურვა და დავრჩებოდით მეგობრულად.
მე ვაგრძელებ ბაიერნის გვერდში დგომას. ული ჰოენესის ამჟამინდელი განცხადებები კი სულაც არ უწყობს ხელს ერთმანეთთან პატივისცემას.
ბაიერნის აღმასრულებელი დირექტორის როლში, მე ყოველთვის ვმოქმედებდი კლუბისთვის ჩემი ცოდნით და რწმენით. სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის შემდეგ გაირკვა, რომ კლუბის განვითარებისა და სტრატეგიის შესახებ განსხვავებული წარმოდგენები არსებობდა.
ბოლოს ჯობდა, ყველა თავის გზაზე წასულიყო." - ამბობს ოლივერ კანი.