ნოუსაირ მაზრაოუმ მის სოციალურ ქსელში დადო პოსტი, სადაც გააზიარა მოკლე კლიპი, რომელშიც გამოსახულია ფრიალი პალესტინის დროშის გამოსახულება, რომელსაც თან ახლავს ლოცვის მსგავსი ხმა: "ღმერთო დაეხმარე ჩვენს დევნილ ძმებს პალესტინაში, რათა მათ მიაღწიონ გამარჯვებას. ღმერთმა შეიწყალოს მკვდრები, ღმერთმა განკურნოს მათი დაჭრილები.
ამის შემდეგ კი ბაიერნმა დადო განცხადება სადაც წერია:
"ბაიერნი დაუყონებლივ დაუკავშირდა ნოუსაირ მაზრაოუს, კვირას მისი ინსტაგრამის პოსტების შემდეგ. ფეხბურთელი ამჟამად აფრიკაში იმყოფება მაროკოს ნაკრებთან ერთად. დაბრუნების შემდეგ დაგეგმილია დეტალური პირადი საუბარი კლუბის ხელმძღვანელობასთან მიუნხენში.
ამის მიუხედავად, ყველა თანამშრომელმა და ყველა მოთამაშემ, იცის, რა ფასეულობებზე დგას ბაიერნი. ჩვენ ეს საჯაროდ და ცალსახად გამოვთქვით პოსტში ისრაელზე ტერორისტული თავდასხმისთანავე.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ ისრაელში ჩვენი მეგობრებით და მათ გვერდით ვდგავართ. ამავდროულად, ჩვენ იმედი გვაქვს მშვიდობიანი თანაცხოვრების ყველა ხალხისთვის ახლო აღმოსავლეთში."