მოგეხსენებათ, 4 ნოემბერს თბილისის დროით 21:30-საათზე იქნება შეხვედრა, დორტმუნდი - ბაიერნი. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ტომას ტუხელმა ისაუბრა იმ შანსებზე, რომლებიც ბაიერნმა უნდა გამოიყენოს.
"ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენს ზღვრამდე, ვითამაშოთ საუკეთესო დონეზე, პირველიდან ბოლო წუთამდე. რათქმაუნდა იქ თამაშის მოგების მიზნით მივდივართ.
მე მჯერა, რომ საკმარისი ხარისხი, ფორმა და სული გვაქვს რომ დავამარცხოთ დორტმუნდი." - ამბობს ტუხელი.