მიუნხენის ბაიერნის მეკარეების, მანუელ ნოიერისა და სვენ ულრაიხის კონტრაქტი 2025 წლამდე გახანგრძლივდა.
იან-კრისტიან დრეზენის კომენტარი: "მანუელ ნოიერი და სვენ ულრაიხი უბრალოდ "ოცნების გუნდის" ნაწილები არიან. სახალისოა მათი ყოველდღე სამსახურში ყურება.
სვენ ულრაიხი იყო მანუელ ნოიერის ღირსეული შემცვლელი ტრავმის შესვენების დროს და ვიცით, რომ შეგვიძლია მასზე დაყრდნობა. დაბრუნების შემდეგ მანუელ ნოიერმა აჩვენა, რომ არცერთი უნარი არ დაუკარგავს. შესაბამისად, ძალიან გვიხარია, რომ ეს დიდი გუნდი გააგრძელებს ბაიერნში თამაშს.
ისინი არა მხოლოდ კოლეგები არიან, არამედ მეგობრებიც და მათი საერთო სამართლიანი თამაში სამაგალითოა." - ამბობს დრეზენი.