ლეონ გორეცკა გუშინდელ მარცხზე საუბრობს:
"ბევრი ახსნა არსებობს. 1-5 წაგება ძალიან დამამცირებელია. ასეთი თამაშები უბრალოდ ბაიერნში არ უნდა ხდებოდეს."
გუნდს 10 დღე არ ქონდა ნათამაშები, ეს რამე შუაშია?
გორეცკა: "რა თქმა უნდა ეს პასუხია, მიუხედავად იმისა, რომ საბაბად არ შეიძლება გამოვიყენოთ. ჩვენთვის ძალიან უჩვეულოა ათი დღე არ ვითამაშეთ.
ჩვეულებრივ, სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ. კარგად ვვარჯიშობდით. ვარჯიშის დროს ვერ გეტყვით, რომ ჩვენ დაცვაში გარღვევა იყო, მაგრამ "ფრანკფურტთან" თამაშის შემდეგ, რა თქმა უნდა, ასე გამოიყურებოდა."