მიუნხენის "ბაიერნის" მცველი - კიმ მინ-ჯაე კორეის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მისი კომენტარი ამასთან დაკავშირებით:
"ვფიქრობ, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული წელი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე შემიძლია ამაზე დიდი პატივის მოპოვება.
ახლა არ უნდა გავჩერდე, უფრო მეტი უნდა ვიმუშაო და ჩემი თავი გავაუმჯობესო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო წელი იყო."