"ბაიერნი" - "ჯენოას" მცველის, რადუ დრაგუშინის მოსაპოვებლად ბრძოლაში ჩაერთო.
გუნდი აწარმოებს მოლაპარაკებებს იანვარში ტრანსფერისთვის. მაგრამ, ბაიერნი არ აპირებს მოლაპარაკებებში დროის დაკარგვას.
"ჯენოა", რუმინელი მცველისთვის 30 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ბაიერნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
გერმანულ კლუბს დრაგუშინის დაუყოვნებლივ შეძენა სურს. 21 წლის მცველისთვის ასევე "ნაპოლი" და "ტოტენჰემი" იბრძვიან.