ამ ზაფხულს "ბაიერნში" დიდი ცვლილებები იგეგმება.
სულ 12 მოთამაშის მომავალი განიხილება და მინიმუმ 5 (სარის და ჩოუპო-მოტინგის გარდა) გაიყიდება.
გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ ზოგიერთი მოთამაშისთვის პოტენციური მყიდველების პოვნა შეიძლება რთული ამოცანა იყოს მათი მაღალი ხელფასების გამო.
ასევე პასუხისმგებელ პირებს სურთ აკადემიის აღორძინება და უნდათ, რომ უფრო პრიორიტეტული გახადონ.