წინა კვირას, ტუხელი და დრეზენი ერთად შევიდნენ გასახდელში, რათა ფეხბურთელებისთვის გადაწყვეტილება ეცნობებინათ.
ტუხელმა თქვა:
"ახლა აღარ იქნება დისკუსიები ყოველ კვირას, ყველამ იცის ჩემი წასვლის შესახებ. რაღაცის მიღწევა მაინც შეგვიძლია, თამაშები უნდა მოვიგოთ".
შემდეგ მან ფეხბურთელებს დაუმატა: "ახლა ყველას შეუძლია საკუთარი თავის გამოჩენა ახალი მწვრთნელისთვის".