ალფონსო დეივისი "არსენალთან" მეორე მატჩს გამოტოვებს, თომას ტუხელი კი შაბათის თამაშს, "კიოლნის" წინააღმდეგ გამოიყენებს პოტენციური შემცვლელების დასატესტად.
ყველაზე აქტიურად კანადელის შემცვლელად განიხილება რაფაელ გუერეირო, მაგრამ პორტუგალიელს გაუჭირდებოდა საკას ტემპის შენარჩუნება და შესაბამისად, არ არის იდეალური მეტოქე ინგლისელისთვის.
ნოსეირ მაზრაუი, რომელიც პოზიციებს განსაკუთრებით მაროკოს ნაკრებიდან იცნობს, კიდევ ერთი ვარიანტია, თუმცა ის ახლახანს დაბრუნდა მოედანზე და მატჩის პრაქტიკა აკლია.
"კიოლნის" თამაში მას რიტმში მოხვედრის შანსს აძლევს, თუ კარგი თამაში აჩვენა "არსენალთან" მატჩში ძირითადში ის იდგება.