რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰანსი ფლიკი "ბარსელონას" ჩაიბარებს.
ის "ბაიერნში" ყოფნისასაც და მას შემდეგაც ძალიან აფასებს იოზუა კიმიხს. გერმანელ ნახევარმცველს ტუხელის დროსაც უკავშირებდნენ "ბარსელონას". ფლიკს კი ჯერ არ აქვს მიზნად მისი შეძენა.
"ბაიერნი" რჩება კიმიხის პირველ გუნდად. ახალი მოლაპარაკებები მიუნხენურ კლუბთან არ მომხდარა. სრული აქცენტი ევროპის ჩემპიონატზეა. კიმიხით ასევე რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.