იან-კრისტიან დრეზენი ტრანსფერებზე და მოთამაშეების გაყიდვაზე: "ჯერ კიდევ გუნდის დაგეგმვაში ვართ. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა მწვრთნელთან ერთად მიმდინარეობს.
ყიდვაც და გაყიდვაც ბიზნესის ნაწილია. თუ გადავხედავთ წინა წლებს, ჩვენ ასევე გავყიდეთ რამდენიმე ფეხბურთელი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი მოთამაშე ვერ ითამაშებს და არცერთ ახალგაზრდას, არ ექნება შანსი.
ზოგიერთ ხელმოწერას კვირები სჭირდება და ადვილი არ არის. იგივე ეხება მოთამაშეების გაყიდვას." - განაცხადა დრეზენმა.