გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი მოიაზრებს იოზუა კიმიხს, როგორც გერმანიის ნაკრების შემდეგ კაპიტანს.
მათეუსმა ინტერვიუში თქვა: "ახლა კიმიხზე ბევრი რამ მეტყველებს. მე მისი გულშემატკივარი ვარ.
მას შეუძლია მსოფლიო დონის ორ პოზიციაზე თამაში. ძალიან ინტელექტუალურია და შეუძლია თამაშის წაკითხვა.“
კიმიხის მოწონების გარდა, გერმანელი ლეგენდა ხედავს ჯონათან ტას ძლიერ ლიდერულ როლს.
"ჯონათან ტას ვიცე-კაპიტანად ვხედავ. ის ასევე იღებს პასუხისმგებლობას და ეს წლების განმავლობაში აჩვენა ლევერკუზენში“ - განაცხადა მათეუსმა.