მოთამაშესთან კონსულტაციის და გასაუბრებების შემდეგ, იულიან ნაგელსმანმა გადაწყვიტა, რომ არ გამოეძახებინა ლეროი სანე ერთა ლიგის მომავალი თამაშებისთვის.
სანე დაბრუნდა სრულ ვარჯიშზე "ბაიერნთან" ერთად და თეორიულად ვარგისია სათამაშოდ, მაგრამ სანაცვლოდ საერთაშორისო შესვენებას გამოიყენებს სრული მომზადებისთვის.
შეგახსენებთ, ერთა ლიგაზე გერმანიის ნაკრები პირველ მატჩს 7 სექტემბერს, უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.