მაქს ებერლმა თამაშის წინ განაცხადა, რომ იოზუა კიმიხი მომავალში “ბაიერნის” ერთ-ერთი სახე უნდა იყოს.
კიმიხი: “ზოგადად, ყოველთვის სასიამოვნოა როდესაც გრძნობ კლუბისგან მხარდაჭერას.
მე უბრალოდ ვტკბები ამ მომენტით და ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია თამაშების მოგება.”
ჟურნალისტი: “ხართ თუ არა ხელმისაწვდომი იმისთვის, რომ კლუბის სახე იყოთ?”
კიმიხი: “დიახ, მე ამისთვის ღია ვარ.”