ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა მედიაში თქვა, რომ გორეცკას, სავარაუდოდ, ამ სეზონში თამაშის მცირე შანსი აქვს.
"ჩვენ თავიდანვე ნათლად ვუთხარით ლეონს, რომ კონკურენცია ნახევარდაცვაში რთული იქნებოდა პავლოვიჩთან, პალინიასთან და კიმიხთან, რომელთა გამოყენებასაც ვგეგმავთ.
ლეონმა ეს იცოდა. მე მესმის, რომ ის ამ მომენტში ნაწყენია, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია", - განაცხადა მაქს ებერლმა.
როგორც ჩანს, გორეცკასთან ერთად, გუნდი კონრად ლაიმერის სათადარიგოზე დატოვებასაც გეგმავს.