28 სექტემბერს, გაიმართა ბუნდესლიგური შეხვედრა "ბაიერნსა" და "ლევერკუზენს" შორის. მატჩი ფრედ, 1 - 1 დასრულდა.
თამაშის შემდეგ მანუელ ნოიერმა თქვა:
"ჩვენ კვლავ გვაქვს თავდაჯერებულობა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ გუნდს ვეთამაშებით, თუნდაც "ლევერკუზენის" წინააღმდეგ.
ჩვენ ვიცავთ ჩვენს სტილს, ჩვენ დომინანტები ვიყავით. ეს არის რაღაც განსხვავებული, ვიდრე ადრე იყო.
დარწმუნების განცდა, რომელსაც კომპანი თითოეულ მოთამაშეს აძლევს, შესამჩნევია მოედანზე, ჩვენ კავშირი გვაქვს და გუნდურად ვთამაშობთ."