Sky Germany-ის ცნობით, ფლორიან ვირცი მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლას პრიორიტეტულად მიიჩნევს.
"ლევერკუზენის" ვარსკვლავი კლუბს მომავალ ზაფხულს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2027 წლამდეა.
ეს ნიშნავს, რომ გერმანიის მოქმედი ჩემპიონები 100 მილიონ ევროზე მეტს მიიღებენ 21 წლის შემტევი ნახევარმცველისთვის.
მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" სავარაუდოდ, "ბაიერნს" შეებრძოლებიან ფეხბურთელის ხელმოწერისთვის.