ჯონათან დევიდი მომავალ ზაფხულს დაახლოებით 80 მილიონ ევროდ გაიყიდება, როგორც თავისუფალი აგენტი (ხელფასის ჩათვლით, აგენტების საკომისიო და ხელმოწერის საფასური).
მისი აგენტი რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
ფეხბურთელით მიუნხენის “ბაიერნი” და “ბარსელონაა” დაინტერესებული. თუ ამერიკელს არჩევანის გაკეთება მოუწევს ის სავარაუდოდ კატალონიურ კლუბს აირჩევს. ამას მისი გაკეთებული კომენტარი ადასტურებს:
"ბარსელონა ყოველთვის იყო გუნდი, რომლის ფანადაც ვიზრდებოდი.
როცა იზრდები ერთი გუნდის ფანად, შენი ოცნებაა ითამაშო მათთვის!"