ზლატან იბრაჰიმოვიჩი:
"გერმანული ფეხბურთი გამორჩეულია. მე მიყვარს იქაური მოედნები, რადგან ბილეთები ყოველთვის გაყიდულია.
მიუნხენის “ბაიერნის” მსგავს კლუბში თამაში, რა თქმა უნდა, ცუდი არ იქნებოდა, მხოლოდ კლუბის ისტორიისა და მისი მოთამაშეების გამო.
ჩემთვის “ბაიერნი” მსოფლიოს ხუთ უდიდეს კლუბს შორისაა. ძალიან აღფრთოვანებული ვარ გერმანული ფეხბურთით და ეროვნული ნაკრებით.
იქ გადასვლის საშუალება არასდროს მქონია. კარგი იქნებოდა - მაგრამ ბედს სხვა გეგმები ჰქონდა ჩემთვის.”