ალფონსო დეივისის აგენტი, ნიკ ჰაუსე, ამ კვირაში მიუნხენში იმყოფება, რათა საბოლოოდ გადაწყდეს კონტრაქტის მოლაპარაკებები “ბაიერნთან”.
მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინდი ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილნი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა შეთანხმებას მიაღწიონ მარცხენა მცველთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე.
დეივისი შეიძლება გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომლის შემდეგაც “ბაიერნი” გეგმავს რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტრაქტის გახანგრძლივებას, მათ შორის მუსიალასა და კიმიხის.