მაქს ებერლი მიულერის ახალი კონტრაქტის შესახებ:
“ის არის მიუნხენის “ბაიერნის” იდენტიფიკაციის ფიგურა და ასეთად დარჩება.
მას ამ კლუბთან ერთად ყველაფერი განუცდია. ის ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი პიროვნებაა.
თომასთან მოლაპარაკებები ძალიან მოკლე იქნება. არ იქნება ხანგრძლივი.
ეს მხოლოდ ერთი შეკითხვა იქნება: ‘შენ კიდევ გინდა გაგრძელება თუ არა? - და რა გეგმები გაქვს?’. მაგრამ ეს ჯერ კიდევ შორსაა.”