ვენსან კომპანის მატჩისშემდგომი ინტერვიუ "ფეინოორდთან" მარცხის შემდეგ

ვენსან კომპანის მატჩისშემდგომი ინტერვიუ "ფეინოორდთან" მარცხის შემდეგ

ვენსან კომპანის მატჩისშემდგომი ინტერვიუ "ფეინოორდთან" 3 - 0 დამარცხების შემდეგ:

"სიმართლე უნდა ვთქვა, რომ 'ფეიენოორდმა' გამარჯვება დაიმსახურა. მათ მძიმე ბრძოლა გააჩაღეს და ბოლომდე ირბინეს. ჩვენ ბევრი შანსი გვქონდა, ვიგრძენი, რომ ერთი, ორი ან მეტიც შეიძლებოდა გაგვეტანა. 'ფეიენორდმა' საკუთარი მომენტები კარგად გამოიყენა. ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც, დღეს საკმარისი არ იყო ჩვენი მხრიდან. საუკეთესო რამ ის არის, რომ რამდენიმე დღეში კიდევ ერთი თამაში გვაქვს და შეგვიძლია რეაქცია ვაჩვენოთ."

კომპანი, 'ფეიენორდის' მოულოდნელობაზე:

"არა, ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენ ასეთ ტიპის გუნდების წინააღმდეგ თამაშს ვართ მიჩვეული. ხშირად ვპოულობთ გამოსავალს და ვქმნით კარგ მომენტებს, თუმცა დღეს ეს არ გამოგვივიდა. ჩვენც ვირბინეთ, ვიბრძოლეთ და ყველაფერი გავაკეთეთ კარგი თამაშისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. 'ფეიენორდმა' თავისი მომენტები გამოიყენა, ჩვენც გვქონდა ჩვენი მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ."

კომპანი პირველი გოლის დროს კიმ მინ-ჯეს პასუხისმგებლობაზე:

"მე უკვე ექვსი თვეა გერმანიაში ვარ და ვიცი, როგორია ამ ტიპის კითხვების ბუნება. როდესაც გოლს ვუშვებთ, ყოველთვის ვისმენ კითხვას ვიღაცის პასუხისმგებლობაზე. ეს არ არის ერთი ინდივიდის საქმე. დაცვა იწყება თავდამსხმელებიდან, სანამ ბურთი უკან მოხვდება. ეს მთლიანი გუნდის პასუხისმგებლობაა."


23-01-2025, 09:02
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 26 6 19 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 10 4 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
2
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 3 6 0
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0