"შევრცხვით და ძალიან იმედგაცრუებულები ვართ" - ნოიერი "ფეინოორდთან" მარცხზე
მანუელ ნოიერის კომენტარი "ფეინოორდთან" 3 - 0 მარცხის შემდეგ:
"შევრცხვით და ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. დღევანდელი გამოსვლა საკმარისი არ იყო. გადამწყვეტ მომენტებში, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, საკმარისად ეფექტურები არ ვიყავით.
'ფეიენორდმა' კარგად დაიცვა თავი, ხოლო ჩვენ გადასვლებში სუსტი ვიყავით. ეს ძალიან მწარეა. ამ თამაშიდან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ და შემდეგ თამაშზე ვიფიქროთ.
დღეს ჩვენ არ ვიყავით საკმარისად ზუსტები და დაცვაში პრობლემები გვქონდა. კარგი ის არის, რომ 3 დღეში შანსი გვაქვს 'ფრაიბურგის' წინააღმდეგ გამარჯვება მოვიპოვოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ."