იულიან ნაგელსმანმა გაახანგრძლივა კონტრაქტი გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2028 წლამდე.
ნაგელსმანის კომენტარი:
„2023 წლის სექტემბერში, როდესაც გერმანიის ნაკრებს შევუერთდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სახლში ჩატარებული ევროპის ჩენპიონატის შემდეგაც გავაგრძელებდი ეროვნული ნაკრების მწვრთნელობას.
ჩვენი მთავარი მიზანი წარმატებული ტურნირის ჩატარება იყო. თუმცა მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რა მნიშვნელობა აქვს ეროვნულ ნაკრებს გერმანელი ხალხისთვის.
რამდენ გულამდე აღწევს და რამდენს შთააგონებს. ეს დიდი მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ, არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენ ყველა, გვიჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ ერთად და ეს ჯერ არ დასრულებულა.
ჩვენ ყველამ ერთად რაღაც განსაკუთრებული შევქმენით – გულშემატკივრებმა, გუნდმა და სამწვრთნელო შტაბმა.”